TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე სანჩოს ტრანსფერის დახურვას 20 ივლისამდე გეგმავს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერტან ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე საერთო ენის გამონახვას 20 ივლისამდე ეცდება.

ტურინული გრანდი 20 ივლისს გერმანიაში სეზონისთვის მზადებას შეუდგება და ტიაგო მოტას სურს, ინგლისელი ფეხბურთელი იმ დროისთვის გუნდის განკარგულებაში იყოს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და ფეხბურთელის სურვილის ფონზე, ინგლისელები დიდი ალბათობით მისი ფასიანი იჯარით გაშვებას დათანხმდებიან.

error: დაცული კონტენტი !