იუვე რივერ პლეიტის ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება
კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გაახალგაზრდავებაზე მუშაობას აგრძელებს და ამჯერად იტალიელი სპეციალისტის ინტერესი რივერ პლეიტის ტალანტმა ფრანკო მასტანტუონომ დაიმსახურა.
17 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი რივერის რიგებში კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს და მას ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მსურველები მრავლად ჰყავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის სკაუტები 17 წლის ფეხბურთელს უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად აკვირდებიან. მისი კონტრაქტი რივერთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, არგენიტნელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონს ითხოვენ.
