იუვე რისკზე წასვლას არ აპირებს…
მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის მოედანზე დაჩქარებით დაბრუნებას და რისკზე წასვლას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, დუშანი ნაწილობრივ გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს, თუმცა ის ჯერჯერობით სრული დატვირთვით არ მუშაობს, ამიტომ სავარაუდოდ პიზასთან მატჩს გამოტოვებს.
მოსალოდნელია, რომ ვლაჰოვიჩს მოედანზე 14 მარტს, უდინეზესთან მატჩში ვიხილავთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
