TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე რეტეგის ტრანსფერში NextGen-ის კაპიტანის ჩართვას განიხილავს

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე ჯენოას იტალიელი ფორვარდი მატეო რეტეგი გახლავთ.

გენუელები 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის და ჯუნტოლი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვით ეცდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი გენუელებს NextGen-ის კაპიტანის ტარიკ მუჰარემოვიჩის სამსახურს შესთავაზებს, ვინც დაახლოებით 8-9 მილიონ ევროდ არის შეფასებული.