იუვენტუსი პსჟ-ს ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი პსჟ-ს ფეხბურთელის უორენ ზაირ-ემერის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, დამიენ კომოლი 20 წლის ფრანგს გამორჩეულ ტალანტად მოიაზრებს და მისი იუვენტუსში ხილვა სურს.
მომბლანოს თქმით, თუ პსჟ ფეხბურთელის გაყიდვას დააპირებს, იუვენტუსი მისი ერთ-ერთი მსურველი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
