TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე პსჟ-ს გაუმჯობესებული წინადადების მოლოდინშია

იუვენტუსი და პსჟ დინ ჰეისენის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და ფრანგული გრანდი ტურინელებთან საერთო ენის გამონახვას უახლოეს პერიოდში ეცდება.

პარიზელთა ბოლო წინადადება ჰეისენის თაობაზე 20 მილიონი ევრო გახლავთ, რაც მომავალში ბონუსების ჩათვლით 25 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლიმ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

იუვენტუსს ჰეისენის სანაცვლოდ გარანტირებული 25 მილიონი ევროსა და ბონუსების მიღება სურს, რისი გადახდაც პარიზელებს არ უნდა გაუჭირდეთ.