TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა პოგბას კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო.

ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წელს დაუბრუნდა, თუმცა სამწუხაროდ პოლის მეორე თავგადასავალი იუვენტუსში არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.

პოგბას თავის წარმოჩენის საშუალება ჯერ ტრავმებმა არ მისცეს, შემდეგ კი მან დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რის გამოც პოლს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და ის მოედანზე 2027 წლამდე ვერ დაბრუნდება.

იუვენტუსმა პოგბას 10-ნომრიანი მაისურის უკვე ჩამოართვა და კენან ილდისს გადასცა, გუნდის ადვოკატები კი პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ.