რომა და იუვე შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსი და რომა ტიაგუ ჯალოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
SportItalia-ს ცნობით, ჯალოროსის ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა 1 მილიონი ევრო დაუჯდება, მისი შემდგომში 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ინფორმაციით, ჯალომ რომაში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და გუნდებს შორის საბოლოო შეთანხმების მოლოდინშია.