იუვე პარმას ტალანტის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს
იუვენტუსი პარმას 18 წლის იტალიელი ტალანტის ჯოვანი ლეონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და დიდი კონკურენციის მიუხედავად, ბიანკონერი ფავორიტად მოიაზრება.
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველის მიმართ ინტერესს არაერთი იტალიური და ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად სწორედ იუვენტუსი აქტიურობს.
იუვენტუსს ლეონის გაფორმება დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.