ფიორენტინა პარიზის გაყიდვას აპირებს, იუვე იტალიელის გაფორმებას ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, ფიორენტინა იანვარში 24 წლის მცველის ფაბიანო პარიზის გაყიდვას გეგმავს.
SportItalia-ს ცნობით, პარიზი ფლორენციული გუნდის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ იები იანვარში მისი 8-9 მილიონ ევროდ გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
იტალიელ უკანახაზელს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და ის იუვენტუსში ხუან კაბალის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.