TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ იუვენტუსში იგორ ტუდორის მისვლა დუშან ვლაჰოვიჩზე პოზიტიურად იმოქმედებს და ის სეზონის დარჩენილ ნაწილში თავს კარგად წარმოაჩენს, სეზონის ბოლოს კი ბიანკონერი სერბს უფრო ხელსაყრელად გაყიდის, მიღებული თანხა კი ოსიმენის გაფორმებას მოხმარდება.

გამოცემის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის ოსიმენთან პირადი კონტრაქტის თაობაზე პრობლემები არ შეექმნება, რთული ნაპოლისთან საერთო ენის გამონახვა იქნება, რადგან დე ლაურენტისი იუვენტუსის მიმართ არც თუ ისე პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

43 views
error: დაცული კონტენტი !