TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ოსიმენის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ბრიტნაული გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერისთვის გამართულ ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ოსიმენის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და სეზონის დასრულებამდე მასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება სურს, შემდეგ კი მოლაპარაკებებს ნაპოლისთან დაიწყებს.

იუვენტუსის მთავარ კონკურენტად მანჩესტერ იუნაიტედი მოიაზრება, თუმცა ევროპულ ტურნირებს მიღმა დარჩენილ წითელ ეშმაკებს ნიგერიელის დარწმუნება გაუჭირდებათ, რასაც კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორიც ემატება, ვინც ოსიმენსა და მის აგენტს ძალიან კარგად იცნობს.

error: დაცული კონტენტი !