იუვე ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე ვიქტორ ოსიმენი გახლავთ.
გალათასარაიში იჯარით გადაარგებული ოსიმენი თურქულ გუნდში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში 5 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა ზაფხულში ვლაჰოვიჩი გაყიდა, ბიანკონერის ერთ-ერთ სამიზნე სწორედ ოსიმენი იქნება. კრისტიანო ჯუნტოლის ფეხბურთელთან და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც იუვენტუსს მოლაპარაკებებს გაუმარტივებს.
ნაპოლი ოსიმენის გაყიდვას, ვინც მათ გეგმებში აღარ შედის, დაახლოებით 70-75 მილიონად დათანხმდება.