იუვენტუსი ოპენდას თაობაზე წინადადების მოლოდინშია…
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსს ზაფხულში ლოი ოპენდას გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს.
ბელგიელი ფეხბურთელის გაფორმება ტურინულ გრანდს საერთო ჯამში დაახლოებით 50 მილიონი დაუჯდება და ჩაგდებული სეზონის შემდეგ მისი მიახლოებული თანხის სანაცვლოდ გაყიდვა შეუძლებელი იქნება, ამიტომ ის სავარაუდოდ გუნდს იჯარის წესით დატოვებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ოპენდას მიმართ ინტერესი ფენერბაჰჩემ, ასტონ ვილამ, ნიუკასლმა და ლანსმა დააფიქსირეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
