იუვენტუსი მუჰარემოვიჩის დაბრუნებას განიხილავს
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდი არაერთ კანდიდატურას განიხილავს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის NextGen-ის ყოფილი კაპიტანი ტარიკ მუჰარემოვიჩია.
ახალგაზრდა მცველი სასუოლოს რიგებში შესანიშნავად გამოიყურება და მის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის ნაპოლი და ინტერი იჩენენ, თუმცა იუვენტუსს ბოსნიელი ფეხბურთელის გაფორმების გაცილებით კარგი შანსი აქვს, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მის სანაცვლოდ მიღებული თანხის 50 პროცენტი იუვენტუსს ერგება, ამიტომ ბიანკონერის ფეხბურთელის დაბრუნება ნახევარ ფასად შეუძლია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
