იუვენტუსი მოტას თაობაზე გადაწყვეტილებას საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე მიიღებს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ტიაგო მოტას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღებს.
საკლუბო მუნდიალი სტარტს შეერთებულ შტატებში 14 ივნისს აიღებს და თუ ტურინული გრანდი ტიაგო მოტას გაშვებას გადაწყვეტს, ტურნირზე გუნდს უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება.
SportItalia-ს ცნობით, არც ის არის გამორიცხული, რომ მოტამ გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დატოვოს, თუ მან ფლორენციაში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და გუნდის ოთხეულში ყოფნა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.