TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაუზიო:“ იუვენტუსის მაისური მწვრთნელებისთვისაც მძიმე სატარებელია, მოტა ამისთვის მზად არ აღმოჩნდა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.

„ტიაგო მოტა გუნდში უკვე დიდი ხანია არის, თუმცა ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ რა არის იუვენტუსის ძირითადი ფორმაცია, ტიაგო ფეხბურთელებს ტაქტიკურად ვერ ერგება და ცდილობს, ფეხბურთელები მის ტაქტიკას მოარგოს, რაც არ იმუშავებს.

„როგორც ფეხბურთელებისთვის, იუვენტუსის მაისური მწვრთნელებისთვისაც რთული სატარებელია, ეს ყველასთვის არ არის. იუვენტუსი და ბოლონია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და როგორც ვხედავთ, ტიაგო ამ გამოწვევისთვის მზად არ აღმოჩნდა.“

error: დაცული კონტენტი !