TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე მარსიალის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ანტონი მარსიალის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

28 წლის ფორვარდი, ვისაც როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე შეუძლია თამაში, თავისუფალი აგენტი გახლავთ და ტურინულ გრანდს მისი სრულიად უფასოდ გაფორმება შეეძლება.

წყაროს ცნობით, მარსიალი ჯერჯერობით ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

30 views
error: დაცული კონტენტი !