იუვე იანვარში მაკკენის არ გაყიდის, ტურინულ გრანდს ამერიკელის შენარჩუნება სურს
SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი იანვარში უესტონ მაკკენის გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და მისი იანვარში გაშვება არც კი განიხილება.
მაკკენის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის ინგლისელები და ატლეტიკო იჩენენ, მაგრამ იუვენტუსი ამერიკელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და იმედი აქვს, მასთან ახალ, 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
