იუვე მაკკენის გაყიდვას ცდილობს
იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე უესტონ მაკკენის გაყიდვას ეცდება.
ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ იუვენტუსს მისი გაყიდვა და მაკკენის უფასოდ დაკარგვის თავიდან არიდება სურს.
ნიკოლო სკირას ცნობით, ბიანკონერი ამერიკელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                