იუვე მაკკენის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება
უესტონ მაკკენი, ვისთვისაც იუვენტუსის რიგებში უდინეზესთან მატჩი რიგით მე-200 გახლდათ, ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გასაკვირი არ არის, რომ ტურინულ გრანდს მისი შენარჩუნება უნდა.
ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.
მაკკენი გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა ფინანსური ასპექტებია. ის გასამრჯელოს 4-4.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, იუვეს კი მისი ახლანდელი ხელფასის – 3 მილიონის შენარჩუნება უნდა.
მაკკენის აგენტსა და იუვენტუსს შორის შეხვედრა მომდევნო კვირებში გაიმართება და მხარეები საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
