TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ლილის მცველის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება იქნება.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსს პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს და იტალიური გრანდი ლილიდან პორტუგალიელი ფეხბურთელის ტიაგუ სანტუშის გაფორმებას გეგმავს.

22 წლის ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო სიაშია, იტალიელი სპეციალისტი მის გაფორმებას ჯერ კიდევ ნაპოლიში ცდილობდა. ლილი მის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.

36 views
error: დაცული კონტენტი !