TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ლევანდოვსკის აგენტს მომდევნო კვირაში შეხვდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში რობერტ ლევანდოვსკის აგენტი იტალიაში ჩაფრინდება და როგორც იუვენტუსის, ასევე მილანის წარმომადგენლებს შეხვდება.

წყაროს ცნობით, ლევანდოვსკი და ბარსელონა ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც ის დიდი ალბათობით გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ლევანდოვსკის მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა მისი პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა და იტალიური გრანდები ვეტერანი პოლონელის გაფორმებას ეცდებიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !