იუვე კოპოლას ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ბრაიტონის იტალიელი მცველის დიეგო კოპოლას ტრანსფერით ინტერესდება.
21 წლის ცენტრალური მცველი ინგლისურ გუნდს სეზონის სტარტზე ვერონადან, 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ბრაიტონის რიგებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და პრემიერ ლიგაში მხოლოდ 17 წუთი ითამაშა.
Tuttomercato-ს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს იანვარში გუნდის დატოვება უნდა და მისი ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
