TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კოპმეიენრსის ტრანსფერში მილიკის გამოყენებას ცდილობს

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერში არკადიუშ მილიკის გამოყენებას ცდილობს.

პოლონელი ფორვარდი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს.

ჯანლუკა სკამაკამ რამდენიმე დღის წინ ამხანაგური მატჩის მსვლელობისას მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს დაახლოებით 6 თვე ჩამოშორდა, ამიტომ ლა დეა ფორვარდის ძიებაშია და არ არის გამორიცხული, ბერგამოელებმა კოპმეიენრსის ტრანსფერში მილიკის ჩართვაზე თანხმობა განაცხადონ.