TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოპმეიენრსის თაობაზე ახალ წინადადებას ამზადებს

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის თაობაზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ლა დეამ იუვენტუსის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც ბერგამოელები ნიდერლანდელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებდნენ, უარით გაისტუმრა, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი ახალ წინადადებას ამზადებს.

ლონგოს თქმით, ბიანკონერის პირველ რიგში რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რაც გუნდს წინადადების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

29 views
error: დაცული კონტენტი !