იუვე კონტეს არ ეშვება, ნაპოლი მის ჩანაცვლებას ალეგრის კანდიდატურით გეგმავს…
იტალიელი ჟურნალისტის მარკო კონტერიოს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდში დაბრუნება სეზონის ბოლოს იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება.
წყაროს ცნობით, კონტე დე ლაურენტისს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ამის შემდეგ გადაწყდება, დატოვებს თუ არა ის ნაპოლის რიგებს.
ნაპოლიდან წასვლის შემთხვევაში, იტალიელი სპეციალისტის გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ იუვენტუსი იქნება, ხოლო პარტენოპეი თავის მხრივ მაქს ალეგრის მიყვანას ეცდება, ვისთანაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
