TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კონსეისაუს თაობაზე მიღებულ წინადადებებს განიხილავს

იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ზაფხულში შიკო კონსეისაუს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, სპალეტი პორტუგალიელის დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მისგან მეტ შედეგიანობასა და სტაბილურობას ელოდება, ზაფხულში შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში კი იუვენტუსი შიკოს გაყიდის.

კონსეისაუს მსურველები ესპანეთში და ინგლისში ჰყავს. ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონს ითხოვს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !