იუვე და პსჟ კოლოს გამოსასყიდი პუნქტის თაობაზე მუშაობენ
იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
გუნდები უკვე შეთანხმდნენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე ტურინული გრანდის ღირსებას დაიცავს, თუმცა იუვენტუსი მისი იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს.
SportItalia-ს ცნობით, პსჟ კოლო მუანის იჯარის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, თუ სეზონის ბოლოს მისი 40 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება, იუვენტუსს კი სურს, რომ გამოსასყიდი პუნქტი ნებაყოფლობითი იყოს.