იუვენტუსი კოლო მუანის თაობაზე ახალ წინადადებას ამზადებს
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში პსჟ-ს რანდალ კოლო მუანის თაობაზე ახალი წინადადებით მიმართავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, პარიზულ გუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ საბოლოო ჯამში 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ტურინული გრანდი ფრანგის 1-წლიან იჯარაზე მუშაობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივად მიღწევადი პირობების შემთხვევაში სავალდებულო იქნება.
მოსალოდნელია, რომ ეს იუვენტუსის ბოლო წინადადებაა და უარის შემთხვევაში ტურინული გრანდი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
