იუვენტუსს კესისთან პრე-კონტრაქტის გაფორმება უნდა
იუვენტუსი ფრანკ კესის აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ალ-აჰლისთან სეზონის ბოლოს იწურება და 29 წლის ნახევარმცველის პრიორიტეტი ევროპაში დაბრუნებაა.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ფრანკ კესისთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე სურს, რაც სეზონის ბოლოს ტურინულ გრანდს ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს. ალ-აჰლმა კესის ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა და კესის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
