იუვენტუსი კესის აგენტს უკვე შეხვდა
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფრანკ კესის აგენტთან შეხვედრა უკვე გამართა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გუშინ განახლდა, იუვენტუსი კოტ-დიუვარელის პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
კესის არაბული ჩემპიონატის დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს. ის რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტი გახდება და იუვენტუსს კესის გაფორმება უფასოდ შეეძლება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
