იუვე კარნესეკის ტრანსფერში გატის ჩართვას განიხილავს
იტალიურ მედიაში მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემცვლელების თაობაზე საუბრები არ წყდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბოლო მატჩებში დაშვებული შეცდომების ფონზე, მისი გუნდიდან წასვლის ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა და იუვენტუსი იტალიელის შემცვლელის ძიებას შეუდგა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ატალანტას მარკო კარნესეკია. გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტასთვის ფულთან ერთად ფედერიკო გატის შეთავაზებას გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
