იუვენტუსი უახლოეს პერიოდში კალულუს გამოსასყიდ პუნქტს გაააქტიურებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში პიერ კალულუს მილანიდან ოფიციალურად გამოისყიდის.
ტურინულ გრანდს ფრანგი ფეხბურთელის საბოლოოდ გაფორმება 14 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.
კალულუ იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი გასამრჯელო სეზონში 2.4 მილიონი ევრო იქნება.