იუვენტუსი კალიარის ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსი კალიარის ნახევარმცველის ჯანლუკა გაეტანოს ტრანსფერით ინტერესდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 26 წლის იტალიელი ფეხბურთელის იუვენტუსში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
სპალეტი ფეხბურთელს ნაპოლიში მუშაობის დროიდან იცნობს, იტალიელი სპეციალისტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაეტანოს ნაკრებში გამოძახებასაც აპირებდა, თუმცა მან მაშინ ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
