იუვე ილდისის აგენტს მომდევნო დღეებში შეხვდება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი კენან ილდისის აგენტს მომდევნო დღეებში შეხვდება და ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო დეტალების შეთანხმებას ეცდება.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და მოსალოდნელია, რომ ილდისი გუნდთან ხანგრძლივ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ილდისი ტურინული გრანდის ღირსებას 2031 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ის გასამრჯელოს სახით სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
