TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ჰოილუნდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ზაფხულში იუვენტუსის შეტევის ხაზში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და გუნდს არაერთი ფორვარდი დატოვებს, ამიტომ ბიანკონერის მინიმუმ 2-3 შემტევის გაფორმება მოუწევს.

ლონგოს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე 22 წლის დანიელი შემტევია. იუვენტუსს მისი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

error: დაცული კონტენტი !