იუვე ჰიულმანდის ტრანსფერში ლუისის ან არტურის ჩართვას ცდილობს
იუვენტუსი სპორტინგის ნახევარმცველის მორტენ ჰიულმანდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მისი გაფორმების გზებს ეძებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელები 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს ითხოვენ, იუვენტუსი კი თავის მხრივ ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში დუგლას ლუისის ან არტურის ჩართვით ეცდება.
ჰიულმანდსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2030 წლამდე დარჩება და გასამრჯელოს სახით 3.2-3.3 მილიონს მიიღებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
