TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჰანცკოს ტრანსფერის დახურვას ცდილობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს აგენტს შეხვდა და მხარეებმა სლოვაკი ფეხბურთელის ტრანსფერი განიხილეს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ჰანცკომ იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და ახლა ტურინულ გრანდს საერთ ენის გამონახვა ფეიენორდთან მოუწევს.

იუვენტუსი ნიდერლანდელებს იანვარში ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას შესთავაზებენ, მისი შემდგომში 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

თავად ჰანცკომ იუვენტუსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.