იუვე გოგლიჩიძეს ტრანსფერის დახურვას ცდილობს
არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და ემპოლის შორის საბა გოგლიჩიძეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
დანიელე ლონგოს ცნობით, პიერ კალულუს ტრავმის დადასტურების შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსს მცველის გაფორმება უმოკლეს დროში სურს და ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ ემპოლის უკანახაზელია.
ემპოლი გოგლიჩიძეს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა სეზონის ბოლომდე მისი იჯარით შენარჩუნება სურს, იუვენტუსს კი, ფეხბურთელის გაფორმების შემთხვევაში, მისი დაუყოვნებლივ ტრანსფერი უნდა.