კოპმეიენრსი, ოპენდა, ლუისი, გონსალესი და სხვები: იუვე გაყიდვებით 150 მილიონის მიღებას გეგმავს
იუვენტუსი ამბიციური სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, გუნდი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ამისთვის ტურინულ გრანდს იმ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რომლებიც ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედიან.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვის დაახლოებით 150 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც შემდგომში სრულად შემადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება.
იუვენტუსი კოპმეინერსის, ოპენდას, ლუისის, გონსალესის, დი გრეგორიოს, მირეტის და სხვების გაყიდვას ეცდება. ასევე გუნდი საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერით, ის სავარაუდოდ ინტერში 30 მილიონად გადაბარგდება, საიდანაც 15 მილიონს იუვენტუსი მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
