TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი გატის აგენტს შეხვდება

რომეო აგრესტის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იუვენტუსსა და ფედერიკო გატის აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება.

წყაროს ცნობით, შეხვედრის დროს მხარეები იტალიელი მცველის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გატის იუვენტუსში დარჩენა უნდა, თუმცა გასული სეზონის მსგავსად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს, ლუჩიანო სპალეტი კი თავის მხრივ გატის ძირითადის წევრად არ მოიაზრებს, ამიტომ დიდია ალბათობა, გატიმ გუნდი 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).