TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ფრეიბურგის კიპერით ინტერესდება

მიკელე დი გრეგორიოს არასტაბილური თამაშისა და ხშირი შეცდომების ფონზე, იუვენტუსი ახალი კიპერის ძიებას აგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ფრეიბურგის კარის დარაჯი ნოა ატუბოლუ გახლავთ.

23 წლის გერმანელის მიმიდნარე კონტრაქტი გუნდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, ამიტომ ფრეიბურგს სეზონის ბოლოს მისი გაყიდვა მოუწევს.

რომანოს თქმით, იუვენტუსს კონკურენციას არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის ინტერი გაუწევს. ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 15-20 მილიონია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !