TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ფრატეზის გაფორმების იმედს არ კარგავს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მიდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიდე ფრატეზის გაფორმების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ინტერი დავიდეს იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს, თუმცა იუვენტუსს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ნერაძური პოზიციას შეიცვლის და იტალიელს, რომელსაც იუვენტუში გადასვლა სურს, არენდით წასვლის შესაძლებლობას მისცემს.

ფრატეზიმ გასულ დღეებში რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა, რადგან მას იტალიაში დარჩენა და იუვენტუსში თამაში სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !