TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ფიორენტინას წინადადების მიღების წინააღმდეგი არ არის

ფიორენტინა უესტონ მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი იების მიერ შეთავაზებული 10 მილიონი ევროსა და ბონუსების მიღების წინააღმდეგი არ არის.

მაკკენი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის ამერიკელი ფეხბურთელის მაქსიმალურად მოკლე დროში გაყიდვა სურს.

წყაროს ცნობით, თუ ფიორენტინამ ამერიკელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება შეძლო, ტურინული გრანდი მის 10-12 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდება.

29 views
error: დაცული კონტენტი !