TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე დეპორტივოს ვინგერით ინტერესდება

იუვენტუსი დეპორტივო ლა კორუნას გარემარბის იერემაი ერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდი ვიცე-ილდისის ძიებაშია, ფეხბურთელი, რომელიც კენანს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს და თურქს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ერნანდესი გუნდს იანვარში არ დატოვებს და იუვენტუსი მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება.

23 წლის ფეხბურთელის აქტივში, რომლის გაფორმებაც ზაფხულშ დაახლოებით 25 მილიონად იქნება შესაძლებელი, მიმდინარე სეზონში ესპანურ ლა ლიგა 2-ში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !