TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ტეო ერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება

მილანური გამოცემა Telelombardia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის ფეხბურთელის ტეო ერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება.

მილანმა ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობის შანსი ოფიციალურად დაკარგა, ამიტომ გუნდში ზაფხულში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და დიდია ალბათობა, როსონერის რიგები ტეო ერნანდესმა დატოვოს.

ფრანგ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ ლომბარდიულ გრანდს ფეხბურთელის 30-35 მილიონად გაყიდვა მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !