TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ენ-ნესირის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე კრისტალ პალასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც იუვენტუსმა ფენერბაჰჩეს ფორვარდის იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის, ფენერბაჰჩეს მოროკოელი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო შესთავაზოს, შემდგომში მისი 15-16 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

ამის გარდა, იუვენტუსი მზად არის, სეზონის ბოლომდე ენ-ნესირის ხელფასი სრულად დაფაროს, რაც დაახლოებით 3.5 მილიონია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !