TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს დევიდის გასაფორმებლად 3 ინგლისური გრანდის კონკურენციის დაძლევა მოუწევს

იუვენტუსის ინტერესი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ახალი არავისთვის არის, თუმცა ტურინული გრანდისთვის კანადელი ფორვარდის გაფორმება მარტივი არ იქნება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დევიდის გაფორმებას სეზონის ბოლოს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება, არსენალი, ლივერპული და მანჩესტერ იუნატედი ეცდებიან, მათ გარდა კი დიდია ალბათობა, დევიდის ტრანსფერზე მუშაობა ინტერმა განაახლოს, თუ გუნდი მარკუს ტურამმა დატოვა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და დევიდის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და არც ის არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელის გაფორმება იანვარში სცადოს.

error: დაცული კონტენტი !