TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი დევიდის რომელიმე ტრანსფერში გამოყენებას ეცდება

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში როგორც ლოი ოპენდას, ასევე ჯონათან დევიდის გაშვებას გეგმავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, კანადელი ფეხბურთლი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის, ამიტომ ტურინული გრანდი როგორც მის გაყიდვას, ასევე დევიდის რომელიმე ტრანსფერში ჩართვას ეცდება.

ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი დევიდის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერში გამოყენებაა. ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ამიტომ ფულის დამატება არც ერთ მხარეს არ მოუწევს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).